იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში დიდი კრიზისია - პაოლო მალდინიმ და ლეონარდომ თანამდებობებიდან წასვლის შესახებ განაცხადეს.
ლეგენდარულმა მცველმა და ბრაზილიელმა მრჩეველმა პოსტები დაკავებიდან სულ რაღაც 16 დღეში, მას შემდეგ დატოვეს, რაც ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მათი მთავარი კანდიდატი, ანდრეა პირლო დაიწუნა.
პირლოს კანდიდატურა ფედერაციამ და პოლიტიკურმა წრეებმა მკაცრად გააკრიტიკეს რუსულ სათამაშო კომპანიასთან მისი კომერციული თანამშრომლობის გამო, რამაც საბოლოოდ მისი ჩამოშორება გამოიწვია.
ვინაიდან მალდინმა და ლეონარდომ პეპ გვარდიოლასგანაც უარი მიიღეს, პირლოს კანდიდატურის ჩავარდნამ მათი პროტესტი და თანამდებობებიდან წასვლა გამოიწვია.
ამჟამად იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჯოვანი მალაგოს მძიმე ვითარებაში ახალი კანდიდატების (რობერტო მანჩინი, ანტონიო კონტე, ტიაგო მოტა) ძებნა უწევს, ნაკრები კი სექტემბერში უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება.