მან სიტისთან გუშინდელი პერფომანსითა და ჰეთ-თრიქით, ფედე ვალვერდე შეუერთდა იმ ფეხბურთელთა საპატიო სიას, რომლებმაც გამოცემა L'Equipe-სგან კონკრეტული მატჩისთვის 10/10 შეფასება დაიმსახურეს.
ფრანგული გამოცემა ცნობილია თავისი უკიდურესი სიმკაცრით. ათწლეულების განმავლობაში „ათიანის“ (10/10) მიღება თითქმის შეუძლებელ მისიად ითვლებოდა.
ფეხბურთელები, რომლებმაც L'Équipe-სგან 10/10 მიიღეს:
1. ფრანკ სოზე (1988) — საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში საბერძნეთის წინააღმდეგ.
2. ბრუნო მარტინი (1988) — საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე იმავე მატჩში.
3. ოლეგ სალენკო (1994) — მსოფლიო ჩემპიონატზე კამერუნთან გატანილი 5 გოლისთვის.
4. ლარს ვინდფელდი (1997) — ორჰუსის მეკარე ნანტთან დაუჯერებელი თამაშისთვის.
5. ლიონელ მესი (2010) — ჩემპიონთა ლიგაზე არსენალთან გატანილი 4 გოლისთვის.
6. ლიონელ მესი (2012) — ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერთან გატანილი 5 გოლისთვის.
7. რობერტ ლევანდოვსკი (2013) — დორტმუნდის შემადგენლობაში რეალთან გატანილი 4 გოლისთვის.
8. კარლოს ედუარდო (2014) — ნიცას შემადგენლობაში გენგამთან გატანილი 5 გოლისთვის.
9. ნეიმარი (2018) — პსჟ-დიჟონის მატჩში შესრულებული 4 გოლისა და 2 ასისტისთვის.
10. დუშან ტადიჩი (2019) — რეალთან ბერნაბეუზე ნაჩვენები ლეგენდარული პერფორმანსისთვის.
11. ლუკას მოურა (2019) — აიაქსთან ლიგის ნახევარფინალში შესრულებული ჰეთ-თრიკისთვის.
12. სერჟ გნაბრი (2019) — ჩემპიონთა ლიგაზე ტოტენჰემთან შესრულებული პოკერისთვის.
13. კილიან მბაპე (2021) — საფრანგეთი-ყაზახეთის მატჩში გატანილი 4 გოლისთვის.
14. ალბან ლაფონი (2022) — ნანტის მეკარე პსჟ-სთან საოცარი სეივებისთვის.
15. ერლინგ ჰალანდი (2022) — მანჩესტერულ დერბიში შესრულებული ჰეთ-თრიკისა და 2 ასისტისთვის.
16. დომინიკ ლივაკოვიჩი (2022) — ხორვატიის მეკარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ.
17. ერლინგ ჰოლანდი (2023) — ჩემპიონთა ლიგაზე ლაიფციგთან გატანილი 5 გოლისთვის.
18. ადემოლა ლუკმანი (2024) — ევროპა ლიგის ფინალში ბაიერთან შესრულებული ჰეთ-თრიკისთვის.
19. დონოვან ლეონი (2024) — ოსერის მეკარე პსჟ-სთან წარმოუდგენელი თამაშისთვის (11 სეივი).
20. დეზირე დუე (2025) — ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის წინააღმდეგ ბრწყინვალე თამაშისთვის.
21. ჟოაუ ნევეში (2025) — ტულუზასთან შესრულებული ჰეთ-თრიკისთვის (ორი გოლი „მაკრატელათი“).
22. ფედე ვალვერდე (2026) — მანჩესტერ სიტისთან ლიგის 1/8 ფინალში შესრულებული ჰეთ-თრიკისთვის.
შენიშვნა: 10/10 ერთხელ მწვრთნელმაც მიიღო — ლუის ენრიკემ (2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პსჟ 5:0 ინტერი).