• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფეხბურთის ყურება უფასო ხდება? - საფეხბურთო რევოლუცია
ფეხბურთიფეხბურთი

ფეხბურთის ყურება უფასო ხდება? - საფეხბურთო რევოლუცია

18 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, საფეხბურთო და ბიზნეს სამყაროში ნამდვილი ბომბი ააფეთქა.


გუნდში არსებული შიდა კრიზისისა და უტიტულო სეზონის ფონზე, პერესმა საარჩევნო კამპანია დაიწყო და ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. ტელეკომპანია Chiringuito-ს ეთერში ხოსეპ პედრეროლთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ფეხბურთი გულშემატკივრისთვის უფასო უნდა გახდეს.

როგორც ირკვევა, ეს მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება არ არის. რეალმა უეფას (UEFA) წინააღმდეგ სუპერლიგის გამო დაწყებული მილიარდიანი სასამართლო დავა სწორედ იმ პირობით შეაჩერა, რომ ალექსანდერ ჩეფერინის ორგანიზაცია ტელეუფლებების ახალ მოდელზე მოლაპარაკებებს დათანხმდებოდა. გეგმის მიხედვით, შეიქმნება გლობალური ციფრული პლატფორმა (მსგავსი Superliga-ს მიერ დაანონსებული "Unify"-სა), რომელიც ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მატჩებს სრულიად უფასოდ, ღიად გადასცემს, შემოსავალს კი ინტეგრირებული გიგანტური სარეკლამო კამპანიებიდან მიიღებს.

უეფა, რომელიც აქამდე მკაცრად იცავდა ფასიანი ტრანსლაციების მოდელს, სუპერლიგის შიშით უკვე ახლოსაა პოზიციების დათმობასთან.

ეს პროექტი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ისეთ სატელეკომუნიკაციო გიგანტებს, როგორებიც არიან Movistar და Orange. მხოლოდ ესპანეთში Telefónica-ს (Movistar) ჩემპიონთა ლიგის ტრანსლაციის უფლებები 2031 წლამდე 1.4 მილიარდ ევროდ აქვს ნაყიდი. წამყვანი ოპერატორებისთვის ფეხბურთის პაკეტები ყველაზე მომგებიანი "Premium" კლიენტების მოზიდვის მთავარი იარაღია. ტელეკომპანიების წარმომადგენლები პერესის გეგმებს ჯერჯერობით სკეპტიკურად უყურებენ და მას ჰაერში ნასროლ სიტყვებს უწოდებენ, თუმცა რეალური მოლაპარაკებების დაწყებამ ბაზარზე პანიკა უკვე გამოიწვია.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ფლორენტინო პერესი
ლა ლიგა
რეალი
უეფა
უეფა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ენდრიკმა მუნდიალზე არსებული კრიტიკა თამაშით გააქარწყლა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ენდრიკმა მუნდიალზე არსებული კრიტიკა თამაშით გააქარწყლა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბაიერნის მკაფიო გზავნილი რეალს - ოლისე არ იყიდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნის მკაფიო გზავნილი რეალს - ოლისე არ იყიდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა კამავინგა ინგლისურ კლუბს შესთავაზა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა კამავინგა ინგლისურ კლუბს შესთავაზა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას სატრანსფერო ფინანსური შეზღუდვები მოეხსნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას სატრანსფერო ფინანსური შეზღუდვები მოეხსნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

30 ივნ, 2026

ენდრიკმა მუნდიალზე არსებული კრიტიკა თამაშით გააქარწყლა

News image

01 ივლ, 2026

ბაიერნის მკაფიო გზავნილი რეალს - ოლისე არ იყიდება

News image

01 ივლ, 2026

რეალმა კამავინგა ინგლისურ კლუბს შესთავაზა

News image

9 სთ წინ

ბარსელონას სატრანსფერო ფინანსური შეზღუდვები მოეხსნა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება