მადრიდის რეალის კრიზისი პიკს აღწევს.
სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული მატჩი ოვიედოს წინააღმდეგ არა მხოლოდ მოედანზე არსებული დაძაბულობით, არამედ პრეზიდენტსა და გულშემატკივრებს შორის ღია დაპირისპირებით გამოირჩეოდა.
პრეზიდენტი გულშემატკივრების წინააღმდეგ
ფლორენტინო პერესს ვერბალური შელაპარაკება მოუვიდა ქომაგებთან. ტელეკამერებმა დააფიქსირეს, როგორ კამათობდა კლუბის მრავალწლიანი ხელმძღვანელი საპრეზიდენტო ლოჟასთან მყოფ გულშემატკივრებთან მატჩის დაწყებამდე, როდესაც ალვარო არბელოას გუნდი მეტოქესთან ხელის ჩამორთმევის ცერემონიას გადიოდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ღრმა ნაპრალს, რომელიც ხელმძღვანელობასა და ფანებს შორის გაჩნდა უტიტულო სეზონისა და გასახდელში არსებული არეულობის ფონზე.
ბანერების კონფისკაცია და ცენზურა
ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა თამაშის დაწყებისთანავე, როდესაც სტადიონის დაცვის სამსახურმა ტრიბუნებზე საპროტესტო ბანერების ჩამორთმევა დაიწყო. უსაფრთხოების თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით წაიღეს პლაკატები წარწერებით: „ფლორენტინო, წადი ახლავე“ და „ფლორენტინო, დამნაშავე ხარ“. ამ ქმედებით კლუბის იერარქიამ სცადა პროტესტის ვიზუალური მხარის შეზღუდვა, თუმცა ფოტოგრაფებმა მაინც მოასწრეს ამ კადრების დაფიქსირება.
აღნიშნული ინციდენტი მოხდა სულ რაღაც ორ დღეში მას შემდეგ, რაც პერესმა ვალდებებასზე გამართულ პრესკონფერენციაზე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დააანონსა.