• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ფერგიუსონი თუ გვარდიოლა?
ფეხბურთიფეხბურთი

ფერგიუსონი თუ გვარდიოლა?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ სიტიდან პეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლის შესახებ ხმების გავრცელებასთან ერთად, დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა ადგილი უკავია მას ისტორიაში, კვლავ გააქტიურდა.


ტონი პულისი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ესპანელის უბადლო ტაქტიკური გავლენისა, ის მაინც მეორეა სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ, რადგან შოტლანდიელს მანჩესტერ იუნაიტედში გუნდის სრულიად თავიდან აშენება მოუწია.

გვარდიოლას რევოლუციურ გავლენას ინგლისურ ფეხბურთზე ხშირად უპირისპირებენ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მას ეტიჰად სტეიდიუმზე დახვდა. ვესტ ბრომვიჩ ალბიონისა და სტოკის ყოფილი მწვრთნელი, ტონი პულისი თვლის, რომ გვარდიოლას ბრწყინვალებას ხელი შეუწყო კლუბში მანამდე არსებულმა ბარსელონას სტილის იერარქიამ. ეს გარემო რადიკალურად განსხვავდება იმ პირობებისგან, რომლებშიც მის წინამორბედებს, მათ შორის ჯო როილსა და რობერტო მანჩინის უწევდათ მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ პულისი აღიარებს გვარდიოლას უდიდეს გავლენას ყველაფერზე, დაწყებული ეროვნული ნაკრებიდან, დამთავრებული ბავშვთა ფეხბურთით, ის მაინც დარწმუნებულია, რომ სიტის თავკაცი მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდის ჩრდილში რჩება.

თავის სვეტში BBC-სთვის პულისი იხსენებს:


თუ პეპი ამ ზაფხულს სიტის დატოვებს, ინგლისურ ფეხბურთს ის ძალიან დააკლდება. ჩემი კარიერის განმავლობაში სიტის კიდევ ოთხ მწვრთნელს დავუპირისპირდი, ჯო როილს, მარკ ჰიუზს, რობერტო მანჩინისა და მანუელ პელეგრინის. ოთხივეს დიდი ამაგი აქვთ ფეხბურთზე, როგორც მოთამაშეებსა და მწვრთნელებს, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება იმ გავლენას, რომელიც პეპმა იქონია სიტიზე და მთლიანად ინგლისურ ფეხბურთზე. სად დგას ის თანამედროვე ეპოქის უდიდეს მწვრთნელებს შორის? ჩემთვის ის მხოლოდ ერთი ადამიანის, სერ ალექსის უკან არის


არგუმენტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, თუ როგორი ინსტიტუციური მხარდაჭერა ჰქონდა გვარდიოლას იმ მონუმენტურ სამუშაოსთან შედარებით, რომელიც ფერგიუსონმა ოლდ ტრაფორდზე გასწია. პულისი ხაზს უსვამს, რომ სანამ კატალონიელი მოვიდოდა, სიტის ხელმძღვანელობა უკვე მისთვის იყო მორგებული.


თუ გავიხსენებთ, როდის შეუერთდა პეპი სიტის 2016 წელს და როგორ უმტკივნეულოდ შეეწყვნენ ისინი ერთმანეთს, ასევე უნდა გვახსოვდეს, რა იყო იქ მის დანიშვნამდე. ჩიკი ბეგირისტაინიც და ფერან სორიანოც უკვე კლუბში იყვნენ, როგორც სპორტული დირექტორი და აღმასრულებელი დირექტორი. ორივე მათგანი პეპთან ერთად მუშაობდა ბარსელონაში. მათ სურდათ ის სიტიში და ორივეს კარგად ესმოდა ის იდენტობა და მიმართულება, რომლის მიცემაც მას კლუბისთვის მოუნდებოდა


„როდესაც სერ ალექსი იუნაიტედში მივიდა, მათ ტიტული 19 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ მოგებული. ყველაზე დიდი განსხვავება მასსა და პეპს შორის არის ის, რომ სერ ალექსს ყველაფრის დანგრევა და თავიდან აშენება მოუწია. მას ჰყავდა ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ბობი ჩარლტონი და მარტინ ედვარდსი, რომლებიც აცნობიერებდნენ, რომ ამას დრო დასჭირდებოდა და რთულ მომენტებში მის გვერდით იყვნენ, თუმცა სამუშაოს უდიდესი ნაწილი თავად მას უნდა შეესრულებინა, მოთამაშეების ყიდვა-გაყიდვით დაწყებული, გამორჩეული ახალგაზრდების აღზრდითა და მათი გუნდში ინტეგრირებით დასრულებული.“

ახლა მადრიდის რეალი განიხილავს ბუნდესლიგის ყოფილ მწვრთნელს, როგორც ჟოზე მოურინიოს პოტენციურ ალტერნატივას, ხოლო მანჩესტერ სიტი გაურკვევლობის პერიოდშია. გუნდს ამ უქმეებზე ჩელსის წინააღმდეგ ინგლისის თასის ფინალი ელის, რის შემდეგაც პრემიერ ლიგის გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაებმება, სადაც ამჟამად ლიდერ არსენალს ორი ქულით ჩამორჩება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მან სიტი
პეპ გვარდიოლა
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ევროპული ფინიში - სად გრძელდება ბრძოლა ჩემპიონობისთვის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროპული ფინიში - სად გრძელდება ბრძოლა ჩემპიონობისთვის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის ცხრილი VAR-ის შეცდომების გარეშე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის ცხრილი VAR-ის შეცდომების გარეშე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ედერსონზე უკეთესი? - იუნაიტედი ბორნმუთის ვარსკვლავით ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ედერსონზე უკეთესი? - იუნაიტედი ბორნმუთის ვარსკვლავით ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალმა აქცენტი კვარადან გორდონზე გადაიტანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალმა აქცენტი კვარადან გორდონზე გადაიტანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 სთ წინ

ევროპული ფინიში - სად გრძელდება ბრძოლა ჩემპიონობისთვის?

News image

6 სთ წინ

პრემიერ ლიგის ცხრილი VAR-ის შეცდომების გარეშე

News image

6 სთ წინ

ედერსონზე უკეთესი? - იუნაიტედი ბორნმუთის ვარსკვლავით ინტერესდება

News image

6 სთ წინ

არსენალმა აქცენტი კვარადან გორდონზე გადაიტანა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება