ინგლისისა და უელსის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოზე 6 ნომინანტი დაასახელა.
ლიამ დელაპი (იფსვიჩი)
დინ ჰაუსენი (ბორნმუთი)
მილოშ კერკეზი (ბორნმუთი)
მაილს ლუის-სკელი (არსენალი)
ეთან ნუანერი (არსენალი)
მორგან როჯერსი (ასტონ ვილა)
გასულ წელს აღნიშნული ჯილდოს მფლობელი კოულ პალმერი გახდა.
წლევანდელი გამარჯვებულის ვინაობა 19 აგვისტოს გახდება ცნობილი.
