როგორც მოგეხსენებათ, ლივერპულსა და ლევერკუზენს შორის შეთანხმება შედგა და ფლორიან ვირცი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, გერმანელი ფეხბურთელი მომდევნო 48 საათში ლივერპულში ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ახალ კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
ყველა დოკუმენტი მზადაა, ვირცი კი ლივერპულის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ხდება. კლუბები ბონუსების ჩათვლით 150 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ფლორიანის ანაზღაურება მერსისაიდში კვირაში 200 ათას ფუნტს შეადგენს და დამატებით ბონუსებიც ექნება.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გერმანელს უფრო მაღალი ხელფასი ექნებოდა, თუმცა ზემოთ აღნიშნული რიცხვი ლივერპულის ამჟამინდელ სტრუქტურას შეესაბამება.