მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის 25/26 სეზონს რთული განრიგით დაიწყებს.
რუბენ ამორიმის გუნდს პირველ ხუთ ტურში სამ ტოპ-მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება.
პირველ ტურში გუნდი საკუთარ მოედანზე არსენალს უმასპინძლებს.
მეოთხე ტურში გუნდი სტუმრად მანჩესტერულ დერბიში სიტის დაუპირისპირდება, მეხუთეში კი ოლდ ტრაფორდზე ჩელსის მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ 24/25 სეზონში მანჩესტერმა თავისი ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა და ყველაზე ცოტა, 42 ქულის დაგროვება მოახერხა, რის შედეგადაც ჩემპიონატი მე-16 ადგილზე დაასრულა და გავარდნას გადარჩენილი გუნდებიდან მხოლოდ ტოტენჰემს გადაასწრო.