ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

პიასტრის DNF, მაქსის ტრიუმფი და საინსის პოდიუმი - აზერბაიჯანის გრან პრის შედეგები
სხვა სპორტისხვა სპორტი

პიასტრის DNF, მაქსის ტრიუმფი და საინსის პოდიუმი - აზერბაიჯანის გრან პრის შედეგები

21 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ფორმულა 1-ის გრან პრი გაიმართა.


რბოლა ცუდად დაიწყო მაკლარენისთვის - ჩემპიონატის ლიდერი ოსკარ პიასტრი ბარიერს შეეჯახა და რბოლას სტარტზევე გამოეთიშა.


მთელი რბოლის განმავლობაში პოზიცია არ დაუთმია მაქს ვერსტაპენს, რომელმაც კვალიფიკაციაზე პოულ პოზიცია მოიპოვა და საბოლოოდ ბაქოში დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.


ნიდერლანდელმა გრანდ სლემი შეასრულა, რაც პოულ პოზიციას, უსწრაფეს წრეს, მთლიან რბოლაში ლიდერობასა და გამარჯვებას მოიცავს.


მაქსმა ფორმულა 1-ში მე-6 გრანდ სლემი ჩაიწერა აქტივში, ამ შედეგით კი ლუის ჰამილტონს გაუთანაბრდა. ჯამში კი ვერსტაპენმა ფორმულა 1-ში 67-ე რბოლა მოიგო.


პოდიუმზე მეორე პოზიცია მერსედესის ბრიტანელმა პილოტმა, ჯორჯ რასელმა დაიკავა, მესამე ადგილი კი სენსაციურად უილიამსის ესპანელმა მრბოლელმა, კარლოს საინსმა მოიპოვა.


კარლოს საინსი გახდა ისტორიაში მეორე მრბოლელი, რომელიც პოდიუმზე მაკლარენის, ფერარისა და უილიამსის რიგებში ავიდა. პირველმა ეს ალან პროსტმა შეძლო. ეს კი 2021 წლის შემდეგ უილიამსის პირველი პოდიუმია.


"ეს ჩემი კარიერის საუკეთესო პოდიუმია." - განაცხადა ესპანელმა რბოლის შემდეგ რადიოში.


ბაქოში საუკეთესო ათეული ასე დაკომპლექტდა:


1. მაქს ვერსტაპენი(რედ ბული) - 25 ქულა

2. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 18 ქულა

3. კარლოს საინსი (უილიამსი) - 15 ქულა

4. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 12 ქულა

5. ლიამ ლოუსონი (რეისინგ ბულსი) - 10 ქულა

6. იუკი ცუნოდა (რედ ბული) - 8 ქულა

7. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 6 ქულა

8. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 4 ქულა

9. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 2 ქულა

10. ისაკ ჰაჯარი (რეისინგ ბულსი) - 1 ქულა


მრბოლელთა საჩემპიონო დავაში ასეთი სიტუაციაა, მაქს ვერსტაპენი ლიდერ პიასტრის 69 ქულით ჩამორჩება, ლანდო ნორისი კი - 25 ქულით.


1. ოსკარ პიასტრი - 324 ქულა

2. ლანდო ნორისი - 299 ქულა

3. მაქს ვერსტაპენი - 255 ქულა


ფორმულა 1-ის მორიგი გრან პრი სინგაპურში 3-5 ოქტომბერს გაიმართება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფორმულა 1
ჯორჯ რასელი
კარლოს საინსი
მაკლარენი
მაქს ვერსტაპენი
მერსედესი
რედ ბული

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ფორმულა 1 - მონცაზე რბოლა მაქს ვერსტაპენმა მოიგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ფორმულა 1 - მონცაზე რბოლა მაქს ვერსტაპენმა მოიგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაქს ვერსტაპენმა ფერარით GT3-ის სადებიუტო რბოლა მოიგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაქს ვერსტაპენმა ფერარით GT3-ის სადებიუტო რბოლა მოიგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

"მაქსი რედ ბულში მხოლოდ ერთ შემთხვევაში დარჩება", - ვერსტაპენის მენეჯერი

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

"მაქსი რედ ბულში მხოლოდ ერთ შემთხვევაში დარჩება", - ვერსტაპენის მენეჯერი
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ბაქოს კვალიფიკაციაზე პოულ პოზიცია ვერსტაპენმა მოიპოვა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ბაქოს კვალიფიკაციაზე პოულ პოზიცია ვერსტაპენმა მოიპოვა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

07 სექ, 2025

ფორმულა 1 - მონცაზე რბოლა მაქს ვერსტაპენმა მოიგო

News image

27 სექ, 2025

მაქს ვერსტაპენმა ფერარით GT3-ის სადებიუტო რბოლა მოიგო

News image

20 სექ, 2025

"მაქსი რედ ბულში მხოლოდ ერთ შემთხვევაში დარჩება", - ვერსტაპენის მენეჯერი

News image

20 სექ, 2025

ბაქოს კვალიფიკაციაზე პოულ პოზიცია ვერსტაპენმა მოიპოვა