F1-ს მრბოლელის, მაქს ვერსტაპენის მენეჯერმა, რაიმონ ვერმიულენმა დაასახელა პირობა, რომლის შემთხვევაშიც 4-გზის ჩემპიონი რედ ბულში დარჩება.
„მთელი კარიერით რედ ბულში დაბრუნება მაგარი იქნებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება - თუ მას ეყოლება მანქანა, რომლითაც გამარჯვების მოპოვება იქნება შესაძლებელი.
მომავალი წლისთვის სხვა გუნდთან კონტრაქტის გაფორმება ძალიან სარისკოა. წარმატების არანაირი გარანტია არ არსებობს - ყველა აკეთებს პროგნოზებს, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. შესაბამისად გადავწყვიტეთ რედ ბულში კიდევ მინიმუმ ერთი წლით დარჩენა.
მაქსს მომავალში უფრო მეტი ტიტულის მოგება სურს. ახლა ამის შანსი არ არსებობს, რადგან ეს ბოლიდზეც არის დამოკიდებული.
2026 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - სწორედ მაშინ გადაწყდება მაქსის მომავალი ფ1-ში." - აღნიშნა პილოტის მენეჯერმა.