აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ფორმულა 1-ის გრან პრი მიმდინარეობს.
დღეს კვალიფიკაცია გაიმართა, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
მესამე სეგმენტში წითელი დროშა 2-ჯერ დაფიქსირდა, ჯერ შარლ ლეკლერის, ხოლო შემდეგ ოსკარ პიასტრის ინციდენტების გამო.
პოულ პოზიციის მოპოვებასთან ახლოს იყო კარლოს საინსი, რაც უილიამსისთვის ისტორიული ფაქტი იქნებოდა, თუმცა მაქს ვერსტაპენმა ესპანელის დროის გაუმჯობესება ტრასაზე რთული პირობების მიუხედავად მოახერხა და ხვალინდელ რბოლას სათავეში ჩაუდგება.
მიმდინარე სეზონში რედ ბულის ნიდერლანდელმა პილოტმა მე-6 პოული მოიპოვა, რითიც ოსკარ პიასტრის (5) გადაუსწრო.
ხვალინდელი რბოლა 15:00 საათზე დაიწყება.
ბაქოს კვალიფიკაციის საბოლოო შედეგები ასეთია:
