20-წლამდე ნაკრებებს შორის, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა.
ვიტო კოლელიშვილის გუნდმა ფიჯის ნაკრებთან პირველი ტაიმი 12:20 დათმო, თუმცა შესვენების შემდე უპირატესობა მისკენ იყო და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით, 29:23 დაამარცხა.
უმცროსი ბორჯღალოსნებისგან ლელო დავით არობელიძემ, გიორგი ზაზაძემ, ლევან ეზიეშვილმა და გაბრიელ რაზმაძემ დადეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 26 მაისს - ჩილეს, ხოლო 31 მაისს სამხრეთ აფრიკას შეხვდება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი