ჟერარ პიკე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა დაძაბულ სიტუაციაში მსაჯებთან.
ეს კვირა შუადღისას მოხდა, მალაგასთან (3-3) ანდორას საშინაო მატჩში. მსაჯმა განაცხადა:
„როგორც კი პირველი ტაიმი დასრულდა, გვირაბში ყოფნისას, ჟერარ პიკე ბერნაბეუ აგრესიულად მიუახლოვდა მსაჯს, უყვიროდა და საჩვენებელი თითი მისი სახიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით გაიშვირა, განმეორებით იყენებდა შემდეგ ტერმინებს: „ეს ისტორიული ძარცვაა“ და „ამას ტვიტერზე ავტვირთავ.“
პიკემ ასევე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა მალაგას კლუბის წევრებს და დაცვის თანამშრომლებს მათი გაშველება მოუწიათ.
ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი ლა ლიგა 2-ში მოასპარეზე ანდორას მფლობელია, რომელიც ცხრილში მე-13 ადგილზეა.