მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფეხბურთის გულშემატკივრებს ფილიპე ლუისი, დიდი ალბათობით, მადრიდის ატლეტიკოსა და ბრაზილიის ნაკრებში თამაშით ახსოვთ.
2023 წელს მარცხენა მცველმა კარიერა ფლამენგოში დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო.
ფლამენგოს ახალგაზრდული გუნდების გაწვრთნის შემდეგ, გასული წლის სექტემბერში ლუისმა მთავარი გუნდის მწვრთნელის პოზიციაზე ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავკაცი, ტიტე შეცვალა.
ამ 6 თვეში ფელიპე ლუისის ხელმძღვანელობით ფლამენგომ 3 ტიტული (ბრაზილიის თასი, სუპერთასი და კარიოკას ჩემპიონატი) მოიგო.
ტიტულებთან ერთად ლუისის გუნდს ამ პერიოდში 27 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული და 24-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გუნდმა 17 შემთხვევაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
ვინ იცის, ბრაზილიურ ფეხბურთს ახალი გამორჩეული მწვრთნელი ევლინება 39 წლის ფილიპე ლუისის სახით.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები