იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფიორენტინა დავიდ დე ხეას კონტრაქტში პუნქტს გააქტიურებს და ესპანელ მეკარეს კიდევ ერთი სეზონით დაიტოვებს.
ამ სეზონში ბრწყინვალე პერფორმანსების შემდეგ ფლორენციული კლუბი დე ხეას კონტრაქტს 2026 წლის ივნისამდე გაუგრძელებს.
ესპანელის სტატისტიკა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ასეთია:
28 მატჩი
29 გაშვებული გოლი
10 მშრალი მატჩი
1 საგოლე გადაცემა
ფიორენტინა სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-8 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება.
