ფიფამ ჯარელ კუანსას მექსიკასთან მერვედფინალში მიღებული წითელი ბარათის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რაც ინგლისის ნაკრებისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმაა.
თავდაპირველად არსებობდა მოლოდინი, რომ ინგლისი სააპელაციო საჩივარს შეიტანდა, თუმცა ფიფამ დისციპლინური კოდექსის მე-14 მუხლზე დაყრდნობით სასჯელი გაამკაცრა და დისკვალიფიკაცია ერთი მატჩიდან ორამდე გაზარდა.
შედეგად, ბაიერ ლევერკუზენის მცველი ნორვეგიასთან დაგეგმილ მეოთხედფინალურ დაპირისპირებას გამოტოვებს, ასევე ნახევარფინალს, იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ამ ეტაპამდე მივა.
ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით სკანდალური მას შემდეგ გახდა, რაც ფიფამ აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელის, ფოლარინ ბალოგუნს დისკვალიფიკაცია მოუხსნა, რაც დონალდ ტრამპის პირდაპირი ჩარევის შედეგი იყო.
ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მსგავსი მოქმედებების გამო უამრავი კრიტიკა ხვდება, რადგან საზოგადოება ორმაგ სტანდარტებსა და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობს. ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიღებული გადაწყვეტილების გამო და მსაჯთა მხრიდან თანმიმდევრულობის ნაკლებობას უსვამს ხაზს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გადადგამს თუ არა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დამატებით სამართლებრივ ნაბიჯებს კუანსას სასჯელის გადასასინჯად.