მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებისა და ნორვეგიის ნაკრების მატჩის წინ, მთავარი ყურადღება ჰარი კეინისა და ერლინგ ჰალანდის დუელს ეთმობა.
ისინი დღეს მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანები არიან, თუმცა სრულიად განსხვავებული სათამაშო სტილი აქვთ. მოდით, ეს ორი სუპერვარსკვლავი სხვადასხვა კომპონენტებში შევადაროთ ერთმანეთს
გოლის ალღო და დარტყმა (გამარჯვებული: ჰარი კეინი)
ჰალანდი საჯარიმოში მკვლელია, თუმცა კეინი უფრო მრავალფეროვანია. ინგლისელს ნებისმიერი დისტანციიდან და ორივე ფეხით შეუძლია გატანა, რაც მას დარტყმების არსენალში უპირატესობას აძლევს.
თამაში თავით (გამარჯვებული: ერლინგ ჰალანდი)
ნორვეგიელი თავისი სიმაღლითა და ათლეტიზმით ჰაერში შეუჩერებელია. ბრაზილიასთან მატჩში მან გაბრიელზე მაღლა აიწია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. კეინიც კარგად თამაშობს თავით, მაგრამ ჰალანდი ამ კომპონენტში პროლიფილურია.
სისწრაფე (გამარჯვებული: ერლინგ ჰალანდი)
კეინის მთავარი სუსტი წერტილი სწორედ სისწრაფეა. ჰალანდი კი ჩემპიონთა ლიგაზე საათში 22.9 მილის სისწრაფით დარბოდა, რაც მას ერთ-ერთ უსწრაფეს ფეხბურთელად აქცევს.
მოძრაობა უბურთოდ (გამარჯვებული: ერლინგ ჰალანდი)
ჰალანდს შეუძლია მატჩში სულ 13-ჯერ შეეხოს ბურთს და გოლი გაიტანოს. მისი გენია იმაში მდგომარეობს, რომ მცველებისთვის შეუმჩნევლად გადაადგილდება და მომენტს იდეალურად არჩევს.
უნივერსალურობა (გამარჯვებული: ჰარი კეინი)
როი კინმა ჰოლანდს „მეორე ლიგის ფეხბურთელი“ უწოდა იმის გამო, რომ ის თამაშში იშვიათად ერთვება. კეინი კი ნამდვილი ათი ნომერია, ჩადის სიღრმეში, ანაწილებს პასებს და დაცვასაც ეხმარება.
ლიდერობა (გამარჯვებული: ჰარი კეინი)
კეინი ინგლისის ნაკრების კაპიტანია, რომელსაც სამკლაური თითქმის 100 მატჩში ეეკეთა. ჰოლანდი მანჩესტერ სიტის ლიდერთა ჯგუფში კი შედის, თუმცა კეინის დონის გავლენა გასახდელში ჯერ არ აქვს.