ნორვეგიის ნაკრების ფორვარდმა, ერლინგ ჰალანდმა აღიარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიის ნაკრების ბარიერის გადალახვა მისთვის კვლავ დაუჯერებელ ამბად რჩება.
მანჩესტერ სიტის სუპერვარსკვლავმა ნიუ-ჯერსიში გამართულ მატჩში დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი ისტორიაში პირველად გაიყვანა მუნდიალის მეოთხედფინალში (2:1).
მატჩის 79-ე წუთზე ჰოლანდმა ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, 90-ე წუთზე კი დაბალი დარტყმით მეორე გოლიც შეაგდო. ბრაზილიელებს პირველ ტაიმში ბრუნო გიმარაესმა პენალტი გაუფუჭა, ხოლო ნეიმარმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე თერთმეტმეტრიანით მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა.
ჰალანდმა საკუთარ იუთუბ არხზე ემოციები ვერ დამალა:
ბრაზილია უდიდესი საფეხბურთო ქვეყანაა, რომლის ლეგენდებზეც ბავშვობიდან გესმის. მათი მაისური, ვნება და ისტორია ამ მატჩს განსაკუთრებულს ხდიდა. ჩემთვის ეს ყველაფერი სიზმარივითაა, არასდროს მეგონა, თუ ბრაზილიის ნაკრების დამარცხებას შევძლებდით. ახლა უბრალოდ დასვენება და ძილი მჭირდება, რადგან სრულიად დაცლილი ვარ
ამ დუბლით ჰოლანდმა ტურნირზე მე-7 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კილიან მბაპეს გაუთანაბრდა. ნორვეგიის ნაკრები მომდევნო ეტაპზე, შაბათს, მაიამიში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.