2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტები გაირკვა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ესპანეთი და არგენტინა დაუპირისპირდებიან, რაც ისტორიული ფაქტი იქნება.
საქმე იმაშია, რომ მუნდიალების ისტორიაში პირველად ერთმანეთს კონტინენტების მოქმედი ჩემპიონები დაუპირისპირდებიან.
ევრო 2024-ისა და კოპა ამერიკა 2024-ის გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალისიმას ეგიდითაც უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მარტში გასამართი მატჩი ახლო აღმოსავლეთში მომხდარი საომარი მოქმედებების გამო ჩაიშალა.
თუმცა ესპანეთი და არგენტინა ერთმანეთს მაინც დაუპირისპირდებიან და ეს 19 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხდება.
ესპანეთი ისტორიაში მეორედ ითამაშებს მუნდიალის ფინალში და შეეცდება ტიტული მეორედ მოიგოს, არგენტინა კი მე-4 ვარსკვლავისთვის იბრძოლებს.