მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში დაუჯერებელი სანახაობა ვიხილეთ.
არგენტინის ნაკრებმა ინგლისი 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორე ფინალში გავიდა.
პირველი ტაიმი გოლის გარეშე დამთავრდა და უფრო ორთაბრძოლებით და ჯარიმებით დაგვამახსოვრა თავი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, გუნდებმა მთელი სანახაობა მეორე ნახევრისთვის შემოიტოვეს.
55-ე წუთზე მორგან როჯერსის პასით ენტონი გორდონმა ისარგებლა და ინგლისის ნაკრები დააწინაურა და 60 წლის შემდეგ მუნდიალის პირველ ფინალს დაახლოვა.
გოლის გატანის შემდეგ თომას ტუხელმა სრული ყურადღება საკუთარი კარის დაცვას დაუთმო და მთელი გუნდი დაცვაში ჩააყენა, რის გამოც დაისაჯა კიდეც - 85-ე წუთზე ლეო მესის დაგორების შემდეგ ანგარიში შორეული დარტყმით ენცო ფერნანდესმა გაათანაბრა, მსაჯის მიერ მე-3 კომპენსირებულ წუთეზე კი ასევე ლეო მესის ჩაწოდების შედეგად გამარჯვების გოლი ცვლილებაზე შემოსულმა ლაუტარო მარტინესმა შეაგდო.
მესიმ ამჯერად ორი საგოლე პასით შეძლო თავისი გუნდის ლიდერობა და ზედიზედ მეორე, კარიერაში კი მესამე ფინალში გაიყვანა არგენტინის ნაკრები, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთს 19 ივლისს დაუპირისპირდება.
ინგლისი კი ასევე 19 ივლისს, 01:00 საათზე, მესამე ადგილის მატჩში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.