ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის იდეალურად დაიწყო.
მოგეხსენებათ, საქართველო საკმაოდ რთულ, C ჯგუფში მოხვდა, რომელშიც ჩვენს გარდა საფრანგეთი, პორტუგალია და პოლონეთი არიან.
ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა პოლონეთს ლომინაძის და გორდეზიანის გოლებით 2:1 მოუგო.
პარალელურ შეხვედრაში კი საფრანგეთის და პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - მატჩი მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი ტურის შემდეგ საქართველო C ჯგუფს ერთპიროვნულად, 3 ქულით ლიდერობს. საფრანგეთს და პორტუგალიას თითო ქულა აქვთ, პოლონეთი კი, ჩვენივე დამსახურებით, ჯერჯერობით უქულოდაა.
მომდევნო თამაშს საქართველოს ასაკობრივი ნაკრები საფრანგეთის წინააღმდეგ, 14 ივნისს გამართავს.