მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ კარლო ანჩელოტის პატივს სცემს.
„პირველივე დღიდან აქ, ამ ფეხბურთელებთან ყოფნა მახარებს. თამაშისგან ყველა სიამოვნებას იღებს და ეს მომწონს.
ძალიან პროფესიონალურად ვმუშაობთ, ყველა ჩვენს მეთოდს მისდევს. ვხედავ, როგორ ვითარდება თითოეული ფეხბურთელი, როგორ მიიწევს გუნდი წინ. მაგრამ, რაღაცის უკეთესად გაკეთება ყოველთვის შესაძლებელია. ყოველი დღე ერთი ნაბიჯით უკეთესები ვართ და ეს მაბედნიერებს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბარსას მწვრთნელობა მსიამოვნებს.
რა თქმა უნდა, რეალს და ანჩელოტის პატივს ვცემ. კარლო დიდებული ადამიანი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ამ კლუბის მიმართ ნეგატიურად არასდროს ვყოფილვარ განწყობილი.
მე უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ ბარსა ვართ და მათგან განვსხვავდებით. ლა მასია, ატმოსფერო. აქ ყველა უნიკალურია. მე ვლაპარაკობ პერსონალზე, მედიაზე, ყველაფერი გასათვალისწინებელია.
სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ეს არის წინ მიმავალი გზა, მწვრთნელისთვის დიდი ამოცანაა, რომ ერთიანი გუნდი ჰყავდეს." - აღნიშნა ფლიკმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები