ჰანსი ფლიკმა ინტერთან (3:3) მატჩზე კომენტარი გააკეთა.
„თამაში ცუდად დავიწყეთ და ორი გოლი გავუშვით, თუმცა შემდეგ გათანაბრება მოვახერხეთ. მეორე ნახევარში კარგი ეპიზოდებიც გვქონდა და ცუდიც, ქომაგებისთვის საუცხოო სანახაობა გამოვიდა.
ეს ორი მატჩიდან პირველი იყო. მილანში გამარჯვება გვჭირდება, ეს იქნება ფინალი ფინალამდე.
ჩვენ ახლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე ვსაუბრობთ, სადაც დიდებული გუნდები თამაშობენ. გამოცდილი მეტოქე გვყავს, რომელმაც დღეს თავისი დონე დაამტკიცა. მათ სტანდარტულებზე უპირატესობა ჰქონდათ, ოთხი თუ ხუთი ძალიან მაღალი ფეხბურთელი ჰყავთ და ამას კარგად იყენებდნენ.
ლამინმა გაგვიკვალა გზა, მისი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბოლოო ჯამში, გუნდით კმაყოფილი ვარ.
არ ვიცი თუ გახსოვთ, მაგრამ ატლეტიკოსთან თასის ნახევარფინალშიც ანალოგიურ სიტუაციაში ვიყავით და შემდეგ, საპასუხო მატჩი სტუმრად მოვიგეთ." - აღნიშნა გერმანელმა.