-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კატალონიურ კლუბში საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
"აქ გატარებულ დროით სიამოვნებას ვიღებ. სტაფი, მოთამაშეები, ყველა დაუჯერებელია. ატმოსფერო ფანტასტიკურია, ოჯახივითაა. მიყვარს ბარსელონაში ცხოვრება. ენერგიითა და იდეებით სავსე ვარ, რომ გუნდმა განვითარება გააგრძელოს.
მაგრამ მე არ ვარ ისეთი მწვრთნელი, რომელიც 3-წლიანი კონტრაქტს დაცულობის გამო აფორმებს. მე მინდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მუშაობა ნაბიჯ-ნაბიჯ.
ახლა მხოლოდ პირველი წელია... შემდეგ ვნახავთ. თუ ყველა ბედნიერია, ერთად წინსვლას გავაგრძელებთ, მაგრამ მე აწმყოზე ვარ კონცენტრირებული - ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
ბარსელონა 30 ტურის შემდეგ ლა ლიგას 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდი ცალი ფეხით 1/2 ფინალშია. პირველ მატჩში ბლაუგრანამ დორტმუნდი 4-0 გაანადგურა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები