მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონა ლა ლიგის გადადებულ მატჩს ოსასუნას წინააღმდეგ ხვალ, 27 მარტს, 23:55 საათზე გამართავს.
შეხვედრა 8 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბარსელონას კლუბის ექიმის გარდაცვალების გამო გადაიდო.
როგორც ჰანსი ფლიკმა თქვა, ხვალინდელ შეხვედრას რაფინია და რონალდ არაუხო გამოტოვებენ.
„რონალდ არაუხო და რაფინია ოსასუნასთან არ ითამაშებენ. მათ ძალიან შორი მანძილის დაფარვა უწევთ და დასვენება სჭირდებათ." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
რაფინიამ თავისი მატჩი ნაკრებში არგენტინის წინააღმდეგ დღეს გამთენიისას ჩაატარა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები