ნეიმარი კრიტიკოსებს უპირისპირდება: ''ვარჯიშის უფლება მაინც მაქვს?''
ნეიმარი კიდევ ერთხელ მოხვდა კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ, რაც სანტოსის მატჩი გამოტოვა, იმავე საღამოს კი სან-პაულუში გამართულ პოკერის ტურნირში მიიღო მონაწილეობა.
34 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ბრალდებებს მკაცრად უპასუხა და აღნიშნა, რომ იგი კლუბთან შეთანხმებულ აღდგენით პროგრამას მიჰყვება. მისი თქმით, დილის ვარჯიში ჩაატარა, მატჩზე გამგზავრება ახლადმორჩენილი ტრავმის გამო არ იგეგმებოდა, ხოლო მომდევნო დღეს ოფიციალური დასვენება ჰქონდა. ნეიმარმა კრიტიკოსებს ირონიულად ჰკითხა, აქვს თუ არა საერთოდ ვარჯიშის უფლება, თუ ამაზეც რამე უნდა თქვან.
სანტოსში დაბრუნების შემდეგ ბრაზილიელს ტრავმები კვლავ ტანჯავს, რის გამოც მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.