ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა ჟოან ლაპორტა ლიონელ მესისთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო გააკრიტიკა.
„ის, რომ მას კამპ ნოუზე მალულად ჩამოსვლა მოუწია და ის, რომ ჩვენ ურთიერთობა ლეოსთან გავწყვიტეთ და არა რეალთან, მიუტევებელია. მესისთან შერიგება პრიორიტეტი მისი წასვლის დღიდანვე უნდა ყოფილიყო.
ჩვენ ვმუშაობთ სამმხრივ შემოთავაზებაზე, რათა მესი კატალონიაში დავაბრუნოთ. ეს გეგმა მოიცავს ინსტიტუციურ, კომერციულ და სპორტულ ასპექტებს. ეს ბარსელონას გულშემატკივრებს დიდ იმედს ჩაუსახავს“, – განაცხადა ფონტმა.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ფონტი დიდი ხანია აქტიურად აკრიტიკებს კლუბის მოქმედ ხელმძღვანელობას და მის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას სწორედ მესისთან კავშირის აღდგენა წარმოადგენს.
ბარსელონაში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს გაიმართება.