ფორმულა 1-ში იტალიის გრან პრი იმართება.
მონცას ტრასაზე კვალიფიკაცია გაიმართა, რომელშიც პოულ პოზიცია რედ ბულის პილოტმა, მაქს ვერსტაპენმა მოიპოვა.
ნიდერლანდელმა ბრძოლა მაკლარენის მრბოლელებს, ლანდო ნორისსა და ოსკარ პიასტრის მოუგო და რბოლას სათავეში ჩაუდგება.
აღსანიშნავია, რომ მაქს ვერსტაპენმა მონცას ტრასის რეკორდი მოხსნა, რომელიც ლუის ჰამილტონს (2020 წელი) ეკუთვნოდა და უსწრაფესი წრე - 1:18.792 დააფიქსირა.
ეს არა მხოლოდ მონცას ტრასის რეკორდი, არამედ ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი წრეა. ამ დროის მიხედვით ნიდერლანდელის ბოლიდის საშუალო სიჩქარე 264.682 კმ/სთ იყო.
მაქს ვერსტაპენმა რედ ბულში 45-ე პოულ პოზიცია მოიპოვა, რითიც სებასტიან ფეტელის შედეგი გააუმჯობესა.
მონცას კვალიფიკაციის შედეგები ასეთია. ლუის ჰამილტონს 5-ადგილიანი ჯარიმა აქვს და შესაბამისად რბოლას მე-10 ადგილიდან დაიწყებს.

იტალიის გრან პრის რბოლა 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.