კრიშტიანუ რონალდუს მსოფლიო ჩემპიონატების კარიერა უმძიმესი იმედგაცრუებით დასრულდა.
მუნდიალის მერვედფინალში პორტუგალია მეზობელ ესპანეთთან 91-ე წუთზე გაშვებული გოლით (0:1) დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
GOAL-მა პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელები შეაფასა და რონალდუსა და ბრუნო ფერნანდეშს დაბალი, 5-იანი ქულები დაუწერა:
კრიშტიანუ რონალდუ (5/10): ერთი ძლიერი დარტყმა ჰქონდა, რომელიც მეკარემ მოიგერია, თუმცა ძირითადად უბურთოდ იყო და მოედანზე იმედგაცრუებული დააბიჯებდა. ეს ნამდვილად მისი მსოფლიო ჩემპიონატების კარიერის დასასრულია.
გამოცემამ მკაცრად შეაფასა ბრუნო ფერნანდეშიც (5/10), რომელმაც მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი ჩააგდო და თამაშზე გავლენა ვერ მოახდინა.
ყველაზე დაბალი, 3 ქულა კი მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მიიღო, რომლის ტაქტიკამაც სრული კრახი განიცადა.
გუნდში საუკეთესოები მეკარე კოშტა (7/10) და ნუნო მენდეში (7/10) იყვნენ, რომლის დარტყმულიც ხარიხას მოხვდა.
მატჩის ბედი მიკელ მერინოს გვიანდელმა გოლმა გადაწყვიტა, რამაც 41 წლის რონალდუ მუნდიალს მიღმა დატოვა.