მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მარცხსა (0:1) და ტურნირიდან გამოვარდნას პორტუგალიის ნაკრებში მყისიერი რეაქცია მოჰყვა.
რობერტო მარტინესმა პოსტი ოფიციალურად დატოვა, მის შემცვლელად კი ფედერაცია ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან სპეციალისტს ნიშნავს.
პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი 71 წლის ჟორჟე ჟეზუსი გახდება.
ფედერაციას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა შეთანხმება მიღწეულია.
ჟეზუსს პორტუგალიაში გრანდიოზული ავტორიტეტი აქვს - ბენფიკასთან“ერთად ქვეყნის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო, ფლამენგოსთან ერთად კოპა ლიბერტადორესს დაეუფლა, ხოლო სულ ახლახან, 2026 წელს, ალ ნასრთან“ერთად საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა. თუ მისი დანიშვნა დადასტურდა, გამოცდილ სპეციალისტს მუნდიალზე ჩაფლავებული პორტუგალიის ნაკრების სრული რეორგანიზაცია მოუწევს.