როგორც იცით, ტოტენჰემმა ევროპა ლიგის მოგების მიუხედავად, პრემიერ ლიგაში მე-17 ადგილზე გასვლა ენჯ პოსტეკოგლუს არ აპატია და თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, სპურსის ახალი მთავარი მწვრთნელი დანიელი ტომას ფრანკი იქნება, რომელთანაც მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე იმყოფება.
ტომას ფრანკი 2018 წლიდან ბრენტფორდში მუშაობს, რომელიც 2021 წელს 74-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ამოიყვანა უმაღლეს დივიზიონში.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ტოტენჰემს სწორედ 51 წლის სპეციალისტი ჩაიბარებს.