ტოტენჰემში ენჯ პოსტეკოგლუს ტომას ფრანკი შეცვლის.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის სრული შეთანხმება მიღწეულია და დანიელი სპეციალისტი სპურსთან მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ტომას ფრანკის გაშვებაში ბრენტფორდი დაახლოებით 10 მილიონ ფუნტს მიიღებს.
ფრანკმა ბრენტფორდი 2018-ში ჩაიბარა და კლუბი 74-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ამოიყვანა.