-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის A დივიზიონის პლეიოფში თურქეთმა უნგრეთი 3:0 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში 6:1 იმარჯვა და ზედა დივიზიონში ავიდა, უნგრელები კი ქვემოთ გაუშვა.
მეორე მატჩის მიმდინარეობისას, მოედანზე შეკამათება მოუვიდათ არდა გიულერს და დომინიკ სობოსლაის, რა დროსაც რეალის ნახევარმცველმა ლივერპულის ფეხბურთელს გაჩუმებისკენ მოუწოდა.
მოედანზე სობოსლაიმ გიულერს მხოლოდ სიცილით უპასუხა, თამაშის შემდეგ კი სოციალურ ქსელში "1088" დაწერა - ამდენი წუთი აქვს გიულერს მიმდინარე სეზონში რეალის მაისურით ჩატარებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები