• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ფოტოები: მანჩესტერმა მიუნხენის ავიაკატასტროფიდან 68 წლისთავზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ფეხბურთიფეხბურთი

ფოტოები: მანჩესტერმა მიუნხენის ავიაკატასტროფიდან 68 წლისთავზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ იუნაიტედმა მიუნხენის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.


1958 წლის 6 თებერვალს, ბრიტანული ავიაკომპანია British European Airways-ის თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ბელგრადი – მიუნხენი – მანჩესტერის მიმართულებით ასრულებდა, მიუნხენის აეროპორტში აფრენის მესამე მცდელობისას კატასტროფა განიცადა. ბორტზე მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. 44 მგზავრიდან 23 დაიღუპა, ხოლო 19 დაშავდა.


ტრაგედიის 68-ე წლისთავთან დაკავშირებით, კლუბის საშინაო სტადიონზე, ოლდ ტრაფორდზე, სპეციალური ცერემონია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა, მისი შტაბის წევრებმა — სტივ ჰოლანდმა და ჯონი ევანსმა, გუნდის კაპიტანმა ბრუნო ფერნანდეშმა, ასევე ქალთა გუნდის მწვრთნელმა მარკ სკინერმა და კაპიტანმა მაია ლე ტისიემ, რომელზეც მემორიალი მოინახულეს და ყვავილები მიიტანეს.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კლუბის გენერალური დირექტორი ომარ ბერადა, სპორტული დირექტორი ჯეისონ უილკოქსი და ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი. ცერემონია მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპელანმა, ჯონ ბოიერსმა ჩაატარა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, სტადიონთან ასეულობით გულშემატკივარი შეიკრიბა.


მანჩესტერ იუნაიტედის ხსოვნას პატივი მიაგეს მისმა პრინციპულმა მეტოქემ, ლივერპულმა და მიუნხენის ბაიერნმაც. სოციალურ ქსელებში კლუბებმა გამოაქვეყნეს საათის ციფერბლატი, რომელიც 15:04-ზე — თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროზეა გაჩერებული.


ავიაკატასტროფის წლისთავთან დაკავშირებით პოსტები ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, სევილიამ, ბეტისმა და სხვა კლუბებმაც გამოაქვეყნეს.



ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

მანჩესტერი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მანჩესტერ სიტიმ პეპ გვარდიოლას შემცვლელთა სამკაციანი სია შეადგინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერ სიტიმ პეპ გვარდიოლას შემცვლელთა სამკაციანი სია შეადგინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ჩემი გაჩუმება სურთ“ — პეპ გვარდიოლას მკვეთრი პასუხი კრიტიკოსებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ჩემი გაჩუმება სურთ“ — პეპ გვარდიოლას მკვეთრი პასუხი კრიტიკოსებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ტიტულებზე მეტია“ — არნე სლოტის თავის პრიორიტეტებზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ტიტულებზე მეტია“ — არნე სლოტის თავის პრიორიტეტებზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტები ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტები ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

03 თებ, 2026

მანჩესტერ სიტიმ პეპ გვარდიოლას შემცვლელთა სამკაციანი სია შეადგინა

News image

3 სთ წინ

„ჩემი გაჩუმება სურთ“ — პეპ გვარდიოლას მკვეთრი პასუხი კრიტიკოსებს

News image

05 თებ, 2026

"ტიტულებზე მეტია“ — არნე სლოტის თავის პრიორიტეტებზე

News image

05 თებ, 2026

პრემიერ ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტები ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება