მანჩესტერ სიტიმ პეპ გვარდიოლას შემცვლელთა სამკაციანი სია შეადგინა.
მანჩესტერ სიტიში სულ უფრო მეტად სჯერათ, რომ მიმდინარე სეზონი პეპ გვარდიოლასთვის კლუბში ბოლო იქნება.
Telegraph-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე გამოყო სამი პოტენციური კანდიდატი, რომელთაგან ერთ-ერთმა შესაძლოა ესპანელი სპეციალისტი შეცვალოს.
სამკაციანი სია ასე გამოიყურება:
ჩაბი ალონსო (ამჟამად უმუშევარია);
ენცო მარესკა (ამჟამად უმუშევარია);
სესკ ფაბრეგასი (კომო).
აღსანიშნავია, რომ ჩაბი ალონსო და ენცო მარესკა ამ ეტაპზე თავისუფალი აგენტები არიან, სესკ ფაბრეგასი კი იტალიურ კომოში წარმატებით მუშაობს. მანჩესტერული კლუბი მოლაპარაკებებისთვის მზადებას წინასწარ იწყებს, რათა გვარდიოლას წასვლის შემთხვევაში, გუნდი გაურკვეველ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.