არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ არ იცის, ვინ აკრიტიკებს მისი გუნდის თამაშს.
ინგლისის ლიგის თასზე ჩელსისთან საპასუხო მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანელმა სპეციალისტმა საკმაოდ ირონიული კომენტარი გააკეთა.
„მე სულ სხვა რამ მესმის. მთელ ევროპაში ამბობენ, რომ ჩვენ კონტინენტზე ყველაზე სანახაობრივი გუნდი ვართ – ბევრი გაგვაქვს და კარს მშრალად ვინახავთ. შესაძლოა, მე სხვა წყაროები მაქვს.
– რით არის გამოწვეული აზრთა ასეთი სხვაობა ბრიტანელ და უცხოელ ექსპერტებს შორის?
„არ ვიცი, კონკრეტულად ვისზეა საუბარი. გამომიგზავნეთ იმ ადამიანების სახელები, მისამართები და ელექტრონული ფოსტა, ვინც არსენალს აკრიტიკებს – შესაძლოა, დაველაპარაკოთ კიდეც. მე არ შემიძლია ყველა ამ ადამიანის გრძელი სია წარმოგიდგინოთ".
— მაგალითად პოლ სქოულზი, მანჩესტერ იუნაიტედიდან.
„აჰა, გასაგებია", — აღნიშნა არტეტამ.