მიკელ მერინო მანჩესტერ იუნაიტედთან მიღებული ტრავმის გამო ოპერაციას გაიკეთებს და სეზონის ბოლომდე იუქმებს.
"მანჩესტერ იუნაიტედთან 25 იანვარს გამართული მატჩის ბოლოს მიღებული ფეხის ტრავმის შემდეგ ჩატარებულმა შემდგომმა შეფასებებმა და სპეციალისტების გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მიკელ მერინოს მარჯვენა ფეხზე ძვლის დაზიანება აქვს.
მიკელი უახლოეს დღეებში ოპერაციას ჩაიტარებს, რის შემდეგაც აღდგენისა და რეაბილიტაციის პროგრამას დაიწყებს.
მოსალოდნელია, რომ მიკელი მოედანს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება, თუმცა მიზანია, სეზონის დასრულებამდე სრულფასოვან ვარჯიშს დაუბრუნდეს.
ყველა სრულად არის კონცენტრირებული მიკელის მხარდაჭერაზე, რათა ის რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს სრულ ფიზიკურ ფორმას." - წერია არსენალის განცხადებაში.
"ფეხის ტრავმის გამო ახლა შეჩერების დროა. ზოგჯერ ცხოვრება ასეთ გამოწვევებს მაშინ გვიგზავნის, როცა ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ვიყოთ ძლიერები, გამძლეები და გადავლახოთ სირთულე. ჩვენ გვყავს საუკეთესო სამედიცინო გუნდი და ერთად უფრო ძლიერები დავბრუნდებით.
მადლობა ყველას, თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და მოუთმენლად ველოდები, როდის დავბრუნდები მოედანზე, რათა დავეხმარო ჩემს გუნდს და ვაკეთო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს." - წერს ესპანელი ნახევარმცველი სოციალურ ქსელში.