ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, The Reds Roundtable-ის პოდკასტში საინტერესო მოსაზრება გააჟღერა.
ნიდერლანდელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ლამაზი ფეხბურთის დანერგვა ზოგჯერ ტიტულებზე უფრო მნიშვნელოვანია.
„როგორც მწვრთნელმა, შეგიძლია მოიგო პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა ან ინგლისის თასები, მაგრამ მთავარი, რასაც შეიძლება მიაღწიო – ეს ლამაზი ფეხბურთის ჩვენებაა.
შესაძლოა, ამ მომენტში გულშემატკივრებმა შემედავონ, მაგრამ ეს სწორედ ისაა, რისკენაც მივისწრაფვი“, — განაცხადა სლოტმა.
მწვრთნელის თქმით, მისი მთავარი მიზანია, გუნდი მუდამ ფლობდეს ბურთს, თამაშობდეს ინტენსიურად და ფანებს ნანახი სიამოვნებას ანიჭებდეს: „ტიტულები ერთი საკითხია, მაგრამ იყო გუნდი, კლუბი ან მწვრთნელი, რომელიც ხარისხიან ფეხბურთს ქმნის, გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად მეტი ღირს“.