მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, იმ კრიტიკას უპასუხა, რომლის მიხედვითაც მას ურჩევენ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, მხოლოდ „ფეხბურთზე მოახდინოს კონცენტრირება“.
გვარდიოლა: "მთვარეზე გაფრენაც კი შეგვიძლია, მაგრამ მაინც ერთმანეთს ვხოცავთ! რატომ? რისთვის?"
„კეთილი, მაშინ შენც მხოლოდ ჟურნალისტიკაზე მოახდინე კონცენტრირება. შენ არ შეგიძლია ისაუბრო ეკონომიკაზე, რადგან არ ხარ ჟურნალისტი, რომელიც კონკრეტულად ეკონომიკის მიმართულებით სპეციალიზდება, მართალია?
რადგან ფეხბურთზე ხარ ფოკუსირებული, ნუ საუბრობ ეკონომიკაზე, ნუ საუბრობ. აი, რაშია საქმე.
მათ უნდათ, რომ ჩუმად ვიყო, რადგან ეს მთელ მსოფლიოს სურს, ასეა? ვდუმდე და არაფერი ვთქვა. მე კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი სრულიად პირიქით უნდა იყოს. თუმცა, რაც არის, ის არის“, — განაცხადა პეპ გვარდიოლამ.