პსჟ-მა და NFL-მა ისტორიულ მატჩამდე ექსკლუზიური კოლექცია წარადგინეს.
პარი სენ-ჟერმენმა და ამერიკული ფეხბურთის ლიგამ (NFL) ერთობლივი, ექსკლუზიური მაისურების კოლექცია წარადგინეს. კოლექცია საფრანგეთის დედაქალაქში NFL-ის ისტორიულ მოვლენას ეძღვნება. პარიზი ამერიკული ფეხბურთის რეგულარული სეზონის პირველ მატჩს უმასპინძლებს.
ნიუ-ორლეან სეინტსისა და პიტსბურგ სტილერსის დაპირისპირება 25 ოქტომბერს სტად დე ფრანსზე გაიმართება. ამ მოვლენის აღსანიშნავად შექმნილი კოლექცია ორ განსხვავებულ დიზაინს აერთიანებს:
Paris Red & Blue Edition - კლასიკური პარიზული სტილი, რომელიც პსჟ-ის ტრადიციულ ლურჯ, წითელ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი.

მაისურზე გამოსახულია კლუბის ლოგო, პარიზის სიმბოლოები და NFL-ის დეტალები.

Monogram Edition - შედარებით პრემიუმ ვერსია ოქროსფერი დეტალებითა და სპეციალური მონოგრამით, სადაც ეიფელის კოშკისა და ფლორენციული შროშანის (fleur-de-lis) ელემენტებია შერწყმული.

ორივე მაისურზე გამოსახულია ნომერი 75, რაც პარიზის საფოსტო/ადმინისტრაციულ კოდზე მიუთითებს. გარდა ამისა, დიზაინში გამოყენებული შროშანი ერთდროულად პსჟ-ისა და ნიუ-ორლეან სეინტსის სიმბოლოც არის.

კოლექციის შეძენა გულშემატკივრებს ნაიკის, პსჟ-ისა და NFL-ის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიებში შეუძლიათ.