ფორმულა 1-ში, მაიამის გრან პრიზე სპრინტის კვალიფიკაცია გაიმართა, რომელშიც პოულ პოზიცია კიმი ანტონელიმ მოიპოვა.
მერსედესის მრბოლელი სპრინტის პირველ რიგში ოსკარ პიასტრისთან (მაკლარენი) ერთად იქნება.
კიმი ანტონელი გახდა ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი, რომელმაც როგორც სპრინტის, ისე რბოლის კვალიფიკაციაზე პოული მოიპოვა.
18 წლის იტალიელმა მაიამის ტრასის რეკორდიც მოხსნა და უსწრაფესი წრე დააფიქსირა - 1:26.482
სპრინტზე, რომელიც 3 მაისს 20:00 საათზე დაიწყება, მრბოლელების განლაგება ასეთი იქნება.

მოგვიანებით, 00:00 საათზე რბოლის კვალიფიკაციას ვიხილავთ, კვირა ღამეს (00:00) კი მაიამის ტრასაზე რბოლა შედგება.