ფორმულა 1-ში საუდის არაბეთის გრან პრი გაიმართა, რომელიც ოსკარ პიასტრის (მაკლარენი) გამარჯვებით დასრულდა.
რბოლა პირველი პოზიციიდან მაქს ვერსტაპენმა (რედ ბული) დაიწყო, თუმცა პირველ წრეზე ნიდერლანდელმა 5-წამიანი ჯარიმა მიიღო, რითიც პიასტრიმ ისარგებლა.
საბოლოოდ ვერსტაპენმა რბოლა მე-2 ადგილზე დაასრულა, პოდიუმზე მე-3 პოზიცია კი შარლ ლეკლერმა (ფერარი) დაიკავა.
რბოლის შემდეგ ქულები ასე გადანაწილდა:
1. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 25 ქულა
2. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 18 ქულა
3. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 15 ქულა
4. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 12 ქულა
5. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 10 ქულა
6. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 8 ქულა
7. ლუის ჰემილტონი (ფერარი) - 6 ქულა
8. კარლოს საინსი (უილიამსი) - 4 ქულა
9. ალექს ალბონი (უილიამსი) - 2 ქულა
10. ისაკ ჰაჯარი (რეისინგ ბულსი) - 1 ქულა
ეს ავსტრალიელისთვის კარიერაში მე-5, ხოლო 2025 წელს მე-3 გამარჯვებაა. პიასტრი ამ მოგებით საჩემპიონო დავაში გალიდერდა.
1. ოსკარ პიასტრი - 99 ქულა
2. ლანდო ნორისი - 89 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი - 87 ქულა
4. ჯორჯ რასელი - 73 ქულა
კონსტრუქტორთა დავაში კი მაკლარენი დიდი უპირატესობით ლიდერობს.
1. მაკლარენი - 188 ქულა
2. მერსედესი - 111 ქულა
3. რედ ბული - 89 ქულა
4. ფერარი - 78 ქულა
მომდევნო გრან პრი მაიამიში 2-4 მაისს გაიმართება.