ფორმულა 1-ში ბაჰრეინის გრან პრის კვალიფიკაცია გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) გახდა.
მე-2 პოზიციიდან რბოლას ჯორჯ რასელი (მერსედესი) დაიწყებს, მე-3 კი შარლ ლეკლერი (ფერარი) იქნება.
მერსედესის მეორე მრბოლელმა კიმი ანტონელიმ მე-4 პოზიცია დაიმსახურა, პიერ გასლი (ალპინი) კი სენსაციურად მე-5 იქნება.
საინტერესო პოზიციიდან დაიწყებენ რბოლას საჩემპიონო დავაში მყოფი ლანდო ნორისი (მაკლარენი) და მაქს ვერსტაპენი (რედ ბული). ლანდო მე-6 იქნება, მაქსი კი - მე-7.
ბაჰრეინის რბოლა 19:00 საათზე დაიწყება, მრბოლელთა სრული სასტარტო პოზიციები კი ასე გამოიყურება.
განახლება: თითო ადგილით დაჯარიმდნენ მერსედესის მრბოლელები - ჯორჯ რასელი და კიმი ანტონელი, შესაბამისად მე-2 პოზიციაზე შარლ ლეკლერი იქნება, მეოთხეზე კი პიერ გასლი.
