ფორმულა 1-ში ბაჰრეინის გრან პრი გაიმართა, რომელიც ოსკარ პიასტრის (მაკლარენის) გამარჯვებით დასრულდა.
ავსტრალიელმა მრბოლელმა კვალიფიკაციაზეც პოულ პოზიცია დაიმსახურა და რბოლაშიც დამაჯერებელი იყო, რაც საბოლოოდ მოგებით დააგვირგვინა.
ეს პიასტრისთვის საიუბილეო 50-ე რბოლა იყო, რომელიც კარიერაში მე-4 გამარჯვებით აღნიშნა.
რბოლაში მე-2 ადგილი დაიკავა ჯორჯ რასელმა (მერსედესი), პოდიუმზე მე-3 პოზიცია კი კიდევ ერთ ბრიტანელს, ლანდო ნორისს (მაკლარენი) ერგო.
ბაჰრეინში ქულები ასე განაწილდა:
1. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 25 ქულა
2. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 18 ქულა
3. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 15 ქულა
4. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 12 ქულა
5. ლუის ჰემილტონი (ფერარი) - 10 ქულა
6. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 8 ქულა
7. პიერ გასლი (ალპინი) - 6 ქულა
8. ესტებან ოკონი (ჰაასი) - 4 ქულა
9. იუკი ცუნოდა (რედ ბული) - 2 ქულა
10. ოლი ბერმანი (ჰაასი) - 1 ქულა
2025 წლის სეზონში ჩატარებული 4 რბოლის შემდეგ მრბოლელთა საჩემპიონო დავა ასე გამოიყურება:
1. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 77 ქულა
2. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 74 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 69 ქულა
4. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 63 ქულა
კონსტრუქტორთა დავაში კი ასეთი სიტუაციაა:
1. მაკლარენი - 151 ქულა
2. მერსედესი - 93 ქულა
3. რედ ბული - 71 ქულა
4. ფერარი - 57 ქულა
მომდევნო გრან პრი 18-20 აპრილს საუდის არაბეთში გაიმართება.