ფორმულა 1-ში საუდის არაბეთის გრან პრი იმართება, რომლის კვალიფიკაციაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
პოულ პოზიციისთვის ერთდროულად 3 პილოტი იბრძოდა და საბოლოოდ საუკეთესო მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) გამოდგა, რომელმაც უსწრაფეს წრედ 1:27.294 დააფიქსირა.
მაქსის დაფიქსირებული ეს დრო ჯედას ტრასის ისტორიაში რეკორდულია, საუდის არაბეთში აქამდე ასეთი სწრაფი წრე არავის დაუფიქსირებია.
ნიდერლანდელმა ოსკარ პიასტრის (მაკლარენი), რომელიც რბოლას მე-2 პოზიციიდან დაიწყებს, სულ რაღაც 0,01 წამით აჯობა. ჯორჯ რასელმა (მერსედესი) კი 1:27.407 დააფიქსირა და რბოლის სტარტზე მე-3 იქნება.
სწრაფი წრე ვერ დააფიქსირა ლანდო ნორისმა (მაკლარენი), რომელიც კედელს შეეჯახა და ამის გამო ის რბოლას მე-10 ადგილიდან დაიწყებს.
კვალიფიკაციის შედეგად მრბოლელების პოზიციები ასე განაწილდა:

რბოლა 20 აპრილს 21:00 საათზე დაიწყება.