ქართველმა მსაჯმა, მარია მეიტამ საერთაშორისო ტურნირის მატჩი განსაჯა.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ CEV Beach Volley Nations Cup - Pool C-ს შეხვედრებს სწორედ ქართველი რეფერი გაუძღვა. მატჩები ჩატარდა როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს შორის.
ტურნირის რამდენიმე შეხვედრას დაესწრო საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, დავით თევზაძე, რომელმაც რიგაში სამუშაო შეხვედრებიც გამართა.