ნიკოლოზ ბასილაშვილი 2026 წლის როლან გაროსის ძირითად ბადეში ვერ ითამაშებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 232-ე ჩოგანთან, ბრაზილიელ პედრო ბოსკარდინ დიაშთან 2 სეტში დამარცხდა - 6:7; 4:6.
რომის მასტერსის 1/8 ფინალში გასვლის შედეგად, ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 115-ე ადგილამდე დაწინაურდა და საუკეთესო ასეულამდე 57 ქულა აშორებს.
მე-9 მოგება TOP 10-ში მყოფ მეტოქესთან - რომელი ჩოგბურთელები ჰყავს ნიკას დამარცხებული