საქართველომ სთრონგმენის ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლა.
წყალტუბოში გამართულ ტურნირზე, რომელიც ძველი სკოლის წესებით ჩატარდა, ქართველმა სპორტსმენებმა 7 მედალი მოიპოვეს - 4 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.
ჩემპიონობა თორნიკე სამხარაძემ (-90 კგ.), ლაშა ჯოხაძემ (-105 კგ.), ვალიკო ფიფიამ (-120 კგ.) და ავთანდილ ყარმაზანაშვილმა (+120 კგ.) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი ნიკა სამხარაძე (80 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ჯუმბერ ნავერიანმა (90 კგ.) და ჭაბუკი ჭიღლაძემ (+120 კგ.) მოიგეს.
ევროპის ჩემპიონატზე 11 ქვეყნის 100-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.