თბილისში მიმდინარე სამბოს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 13 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 5 ვერცხლი, 7 ბრინჯაო.
64 კგ. წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ავთო მუკბანიანმა, რომელმაც ფინალური შეხვედრა რუს მეტოქეს მოუგო. მუკბანიანი ტურნირის ერთადერთი ქართველი ჩემპიონია.
სპორტულ სამბოში ჩვენებმა კიდევ 8 მედალი მოიგეს - ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ.), ნინო ოძელაშვილი (72 კგ.) და ნიკა სიდამონიძე (98 კგ.) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო მარიამ ლაფაჩიშვილმა (54 კგ.), ელიზბარ თურქიამ (71 კგ.), ბექა ძაგანიშვილმა (88 კგ.), ელენე ქებაძემ (+80 კგ.) და გიორგი ქავთარაძემ (+98 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
რაც შეეხება კომბატ სამბოს, მირზა ციხელაშვილმა (58 კგ.) და ლუკა წიქვაძემ (79 კგ.) ფინალური ბრძოლა დათმეს და ვიცე-ჩემპიონი გახდნენ, ირაკლი ტალახაძე (64 კგ.) და გიორგი ეგნატაშვილი (88 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.
თბილისის ევროპის ჩემპიონატზე 34 ქვეყნის 300-ამდე სპორტსმენმა იასპარეზა. ჩვენმა დედაქალაქმა აღნიშნულ ტურნირს ისტორიაში მეორედ უმასპინძლა - პირველად 2008-ში.
ფოტო: საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია