გერმანიის ქალაქ ბრანდერბურგში მიმდინარე ნიჩბოსნობის მსოფლიო თასზე, სერჰი იემილიანოვი ჩემპიონი გახდა.
საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა 200-მეტრიანი დისტანცია პარაკაიაკში 00:44.14 წამში დაფარა, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა და მსოფლიო თასის გამარჯვებულის წოდება მიიღო.
ასევე 200-მეტრიან დისტანციაზე, ფინალურ ბლოკში მიიღო მონაწილეობა ალექსანდრე წივწივაძე, თუმცა მედლის გარეშე დარჩა.